პოლიტიკა
09.03.21 12:00
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, იმპორტზე დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის საფრთხის შემცველია. ამის შესახებ თურნავამ პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მოხსენებისას განაცხადა.
როგორც თურნავამ განმარტა, ჩვენ ვიქნებით დამოკიდებული არა ჩვენს საკუთარ პოლიტიკებზე გარკვეული მიმართულებით, არამედ, ჩვენი მეზობლების ნება-სურვილზე.
„არავინ ამბობს, რომ ელექტროენერგიით ვაჭრობა უნდა შეწყდეს. ზოგჯერ გვესმის უტრირება, თითქოს ენერგოდამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ არ უნდა ვივაჭროთ ელექტროენერგიით. ჩვენ ვავითარებთ ქსელებს, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რეგიონალურ ენერგობაზარში მეტად ვიყოთ ინტეგრირებულები, გვაქვს იმპორტი და ექსპორტი ოთხივე ჩვენს მეზობელთან, მაგრამ საუბარი არის მასშტაბებზე, არის იმაზე რა დონით და დოზით ვიქნებით მომავალში იმპორტზე დამოკიდებული. იმ დონით და დოზით თუ გავხდით დამოკიდებული იმპორტზე, რა ციფრებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს უკვე არის საფრთხის შემცველი ჩვენი ეკონომიკისთვის. გამოდის, რომ ჩვენ ვიქნებით დამოკიდებული არა ჩვენს საკუთარ პოლიტიკებზე გარკვეული მიმართულებით, არამედ, ჩვენი მეზობლების ნება-სურვილზე. ელექტროენერგიის ფასები მოსახლეობისთვის და ადგილობრივი მომხმარებლისთვის იქნება დამოკიდებული არა ჩვენს გადაწყვეტილებებზე, არამედ იმაზე, როგორი ეკონომიკური ვითარება იქნება მეზობელ ქვეყნებში და როგორი პოლიტიკა ექნებათ. ეს ნიშნავს, რომ კრიტიკულ შემთხვევებში ასევე ჩვენი ენერგოსისტემის ავარიული გამორთვის დროს ჩვენ დამოუკიდებლად ვერ შევძლებთ მომხმარებლების ელექტროენერგიით ერთი საათის განმავლობაშიც კი მომარაგებას.
ეს საფრთხეს ქმნის ელექტროენერგიის ფიზიკური ხელმისაწვდომობისთვის“, - განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, თუკი რომელიმე პირი ან ორგანიზაცია დაჟინებით ქადაგებს, რომ ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა მოგონილი რამ არის, ისინი შეცდომაში არიან შეყვანილები.
„ზოგჯერ გვესმის ასეთი რამ, რომ ევროპაში, ევროკავშირის ქვეყნები არ ზრუნავენ ენერგოუსაფრთხოებაზე და ენერგოდამოუკიდებლობაზე, ესეც არასწორი მსჯელობაა.
ევროპის 29 სახელმწიფო ტექნიკურად დღეს მზადაა საკუთარი ენერგორესურსებით, იმპორტის გარეშე უზრუნველყოს მოსახლეობის 99,9%. აქ საუბარია ევროპის ქვეყნებზე, სადაც უერთოერთობები ბევრად უფრო ჰარმონიულია და არა ისეთ ტურბულენტურ რეგიონზე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით.
თუკი რომელიმე პირი ან რომელიმე ორგანიზაცია დაჟინებით ქადაგებს, რომ ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა მოგონილი რამ არის, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პირი და ორგანიზაცია ან შეცდომაშია შეყვანილი, რაც ხდება, ან არ ემსახურება ქართულ ინტერესებს და ემსახურება სხვა, რომელიმე ენერგოიმპორტიორი, ან ენერგოექსპორტიორი ქვეყნის კომპენიების ინტერესებს. ეს ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს!“ - განაცხადა თურნავამ.
ცნობისთვის, რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს უსმენენ.
მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით პარლამენტში 10 135 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიციაა წარდგენილი. როგორც პეტიციის ავტორები აცხადებენ, რიონის ხეობა საფრთხეშია და ონისა და ნამახვანის კასკადების მშენებლობა საფრთხის წინაშე აყენებს არა მხოლოდ რიონის ხეობასა და ბუნებას, არამედ რაჭის, ლეჩხუმისა და ქუთაისის მოსახლეობას. პეტიციაში ნათქვამია, რომ არც ონის და არც ნამახვანის კასკადის პროექტებში სათანადოდ არ შესწავლილა და უგულებელყოფილია სეისმური რისკები. პეტიციის ავტორები ჰოდროელექტროსადგურებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გასაჯაროებას ითხოვენ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24