პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი - ქვეყანა ზიანდება ორმხრივი უკომპრომისობით, აუცილებელია კრიზისის დასრულება

09.03.21 12:20


ძალიან კარგია, რომ შარლ მიშელის გადაწყვეტილებით საქართველოში საგანგებო წარმომადგებელი ჩამოვა. ზოგადად, სამარცხვინოა, რომ ქართველ პოლიტიკოსებს ორ ნაბიჯში არ შეგვიძლია, დავსხდეთ, დავილაპარაკოთ და გვჭირდება, ბრიუსელიდან ჩამოვიდეს ვინმე, დაგვსვას და გვალაპარაკოს, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

 

დეპუტატის განცხადებით, კარგია, რომ საქართველოს მსგავსი მეგობრები ჰყავს.

 

„კარგია, რომ შარლ მიშელმა ისევ ერთმანეთის ანაბარად არ დაგვტოვა. ახალი ბიძგი რომ მიეცეს დიალოგს, ამისთვის სპეციალურად ჩამოვა ადამიანი, რაც მისასალმებელია. ქვეყანა ზიანდება ორმხრივი უკომპრომისობით, ასევე ხალხის ინტერესები ზიანდება იმით, რომ გაჯიქებულები არიან, როგორც „ქართული ოცნების“, ასევე ოპოზიციის წარმომადგებლები. აუცილებელია კრიზისის დასრულება, ეს ქვეყანას ჰაერივით სჭირდება, რომ დუღილუს ტემპერატურა პარლამენტში იყოს და ხალხის პრობლემებზე აქ იყოს საუბარი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში პირად წარმომადგენელს აგზავნის, რომელიც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთვება. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია საუბარი.

 

კრისტიან დანიელსონს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პირადი წარმომადგენლის მანდატი უმაღლეს ევროკომისარ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით მიანიჭა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები