პოლიტიკა

შარლ მიშელი საქართველოში წარმომადგენელს აგზავნის - "მოლაპარაკებები აუცილებლად დასრულდება კონკრეტული შედეგით"

09.03.21 13:00


შარლ მიშელის მხრიდან საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის პირადი წარმომადგენლის სახით კრისტიან დანიელსონის დანიშვნას, რომელიც ქვეყანაში უახლოეს დღეებში ჩამოვა, ოპოზიციაში ეხმაურებიან.


როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, თუ მხარეები რაციონალურები იქნება, მოლაპარაკებები აუცილებლად დასრულდება კონკრეტული შედეგით.


"ახალი მექანიზმი - პრეზიდენტის წარმომადგენლის გამოგზავნა, აუცილებლად უზრუნველყოფს მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას. ჩვენი ევროპელი კოლეგების მოლოდინია, რომ ორივე მხარე რაციონალურ მიდგომას გამოიჩენს, რაც გულიახმობს შემდეგს - ორივე მხარეს პოლიტიკური ნება უნდა ჰქონდეს შეთანხმების მისაღწევად. ოპოზიციის მხრიდან ეს ნება დაფიქსირებულია და ხელისუფლება თუ გამოიჩენს მსგავს კონსტრუქციულ მიდგომას, ვფიქრობ არსებობს შანსი მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგით დაარულდეს."- აცხადებს სამადაშვილი.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები