პოლიტიკა
10.03.21 15:20
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე კოლეგას, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტიდან ტომ ტუგენდჰატს ონლაინ ფორმატში შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მხარეებმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წარმოქმნილ უთანხმოებაზე და ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ პარლამენტის ბოიკოტირებაზე ისაუბრეს.
შეხვედრისას, განიხილეს რეგიონში არსებული რთული ვითარება და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციების გაძლიერება. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასევე, ქვეყნის დანარჩენ ნაწილებში ჰიბრიდული საფრთხეების მატებაზე.
„ქვეყანაში არსებული კრიზისი დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას. საქართველოში არეულობა და დესტაბილიზაცია განსაკუთრებით ამ ვითარებაში, არის ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელი რითაც, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთმა შეიძლება იხეიროს“, - აღნიშნა ტომ ტუგენდჰატმა.
ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ბრიტანელი კოლეგა ასევე, დაინტერესდა ქვეყნის სამომავლო გეგმებით და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებით. მისი თქმით, ის ხედავს, რომ საქართველო არის ღირსი გახდეს ნატო-ს სრულფასოვანი წევრი.
მხარეები შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში კომიტეტების ერთობლივი სხდომა დაიგეგმება.
„ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ უახლოეს მომავალში დავგეგმავთ კომიტეტების ერთობლივ სხდომას. სავარაუდოდ, ეს ჯერ იქნება ონლაინ რეჟიმში. ჩემი კოლეგა საქართველოში მოვიწვიე და შევთანხმდით, რომ მას შემდეგ, რაც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები მოიხსნება, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის საგარეო კომიტეტი საქართველოს პარლამენტს ვიზიტად ეწვევა“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24
-
11:2001.05.24