პოლიტიკა

გრიგოლ გეგელია: ევროპული კავშირი ნათლად მოგვიწოდებს დეესკალაციისკენ

10.03.21 16:00


ოპოზიცია ევროკავშირში საქართველოს შესახებ დებატებზე ევროპარლამენტარების განცხადებებს აფასებს. ლელოს წევრის, გრიგოლ გეგელიას აზრით, საქართველომ უნდა გამოიყენოს ის მნიშვნელოვანი შანსი, რასაც მედიაციის პროცესი აძლევს და სიტუაცია გადაჭრას.

 

„ევროპული კავშირი ნათლად მოგვიწოდებს დეესკალაციისკენ, მედიაციის ფორმატის გამოყენებით სიტუაციის გადაჭრისა და პოლიტიკური კრიზისის დემოკრატიულად მოგვარებისკენ, რაც გულისხმობს ყველა მხარის პოზიციის გათვალისწინებას“, - განაცხადა გეგელიამ.

 

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები 9 მარტს გაიმართა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები