პოლიტიკა

იმუშავა მხოლოდ ერთი თვე - კოტე ანანიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაცია დატოვა

10.03.21 16:20


მთავრობის ადმინისტრაციაში ერთთვიანი მუშაობის შემდეგ კოტე ანანიაშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსის პოსტი დატოვა.

 


ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ ანანიაშვილი აჭარის პოლიციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში 9 თებერვალს გადმოიყვანა. მისი განმარტებით, გათავისუფლების შესახებ განცხადება თავად დაწერა.

 

ღარიბაშვილმა კი უკვე მოძებნა მისი შემცვლელი - რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურს ახლა ლერი ბარნაბიშვილი უხელმძღვანელებს.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები