პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ბრიტანეთის ელჩს შეხვდნენ

10.03.21 16:40


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია "მოქალაქეების" ლიდერები ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი პარლამენტში დიდი ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდნენ.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი იყო.

 

მათივე განმარტებით, მხარეებმა შეხვედრისას სასამართლო რეფორმის შესაძლებლობებსა და რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზეც იმსჯელეს.

 

„ელჩი დაინტერესდა პარტია "მოქალაქეების" ლიდერების ხედვით, თუ როგორ ხედავენ ისინი არსებული კრიზისის განმუხტვის გზებს, ასევე დეტალური ინფორმაცია მოისმინეს საარჩევნო რეფორმის შესახებ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში, სწორედ, პარტია "მოქალაქეებმა" დააინიცირეს. მხარეებმა განიხილეს სასამართლო რეფორმის შესაძლებლობები და რეგიონში რუსეთისგან მომავალი საფრთხეები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები