პოლიტიკა

გორში ტაქსის მძღოლი დაჭრეს

10.03.21 17:20


გორში 55 წლამდე ტაქსის მძღოლი დაჭრეს. 


როგორც ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

Pia.ge-ის ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. მას ოპერაცია „გორმედში“ ჩაუტარდა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები