პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე - გოჩა ლორთქიფანიძემ ისტორია შექმნა - ის პირველი ქართველია, რომელიც ჰააგის სასამართლოს მოსამართლე გახდა

11.03.21 10:15


ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლედ, 9 წლის ვადით არჩევით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ ისტორია შექმნა,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას.

 

„ის პირველი ქართველია, რომელიც ჰააგის სასამართლოს მოსამართლე გახდა.

განათლება, შრომისმოყვარეობა და სამართლიანობა მნიშვნელოვანია",- წერს არჩილ თალაკვაძე „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.

 

არჩილ თალაკვაძის განცხადებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები