პოლიტიკა

შარლ მიშელი: ევროპა აქტიურად შეუწყობს ხელს თავის ღირებულებებს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში

11.03.21 10:45


ევროპა აქტიურად შეუწყობს ხელს თავის ღირებულებებს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, სადაც გასულ კვირას ვიყავი, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

 

„ევროკავშირმა წინასწარ შეუკვეთა ორ მილიარდზე მეტი დოზა, ორჯერ მეტი, ვიდრე საჭიროა მისი მოსახლეობის ვაქცინაციისთვის. ზედმეტი დოზები, რომელსაც ჩვენს პარტნიორ ქვეყნებსა და მსოფლიოს რეგიონებს მივცემთ, რამდენიმე ასეული მილიონი ადამიანის ვაქცინაციას გახდის შესაძლებელს. უფრო მეტიც, ევროპა აქტიურად შეუწყობს ხელს თავის ღირებულებებს კონკრეტული და ძლიერი ქმედებების საშუალებით, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც სტრატეგიული კავშირი გვაქვს, მაგალითად, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, სადაც გასულ კვირას ვიყავი“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები