პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი: გახარიას წასვლა არ გეგონოთ შემთხვევითი, არც ჩანაწერები

11.03.21 11:00


უკვე ლუსტრაცია მოხდა, გახარიას წასვლა არ გეგონოთ შემთხვევითი, არც გამოჩენილი ჩანაწერები გეგონოთ შემთხვევითი – რღვევა დაიწყო „ოცნებაში“ და ეს ძალიან კარგია ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.


მისივე აზრით, “ეს ბოიკოტი, რომ არ ყოფილიყო და პარლამენტში ოპოზიცია შსულიყო, საერთოდ ვერ გაიგებდა დასავლეთი, რა დღეშია ჩვენი ქვეყანა”.

 

„ეს არის ის ხელისუფლება, რომელიც შევა ისტორიაში იმით, რომ იმდენად აურ-დაურია საქართველოში ყველაფერი, რომ საქართველო იძულებული გახდა, დასავლეთიდან პარტნიორები ჩამოსულიყვნენ, ჩვენი მეგობრები, რათა ჩვენთან დალაგდეს ვითარება. ამით შევა ისტორიაში ბიძინა ივანიშვილი. ყველა სფეროში ააქოთა და ააწუმპა ქვეყანა, იმიტომ, რომ ფაშა არის სათავეში, ოლიგარქი.

 

როგორ შეიძლება 2000 ადამიანის, რომელიც კომპრომატებითა და კორუფციაში გარევით ერთმანეთზე კომპრომატებით არსებობენ, ვინმეს ეშინოდეს და მათ ჩავაბაროთ და გავანადგურებინოთ ქართული სახელმწიფოებრიობა და ბერას გარეპილ სისულელეს ვუსმინოთ, გუშინდელ მის ინტერვიუს ვგულისხმობ.

სახელმწიფო აღარ არსებობს, კანონი არ არსებობს, სამართალი არ არსებობს და დასავლელ პარტნიორებს ვიძახებთ, რომ ადამიანები ერთმანეთს გაესაუბრონ. ეს ბოიკოტი, რომ არ ყოფილიყო და პარლამენტში შევსულიყავით, საერთოდ ვერ გაიგებდა დასავლეთი, რა დღეშია ჩვენი ქვეყანა. ზუსტად ამისთვის იყო ეს ბოიკოტი საჭირო და არ შესვლა პარლამენტში, ეს იყო ზარი განგაშის, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მიმხვდარიყვნენ, რომ შეიძლება ქვეყანა დაკარგონ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“.

 

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები