პოლიტიკა

ნატო: საქართველო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას განაგრძობს

11.03.21 11:45


ნატოს შესყიდვებისა და მომსახურების სააგენტოს (NSPA) მიერ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისთვის (JTEC) 20 სატრანსპორტო საშუალების გადაცემას, ნატო ალიანსის მხრიდან პარტნიორისადმი მხარდაჭერად აფასებს. ამის შესახებ ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

 

მისივე თანახმად, NSPA საქართველოს მრავალი წელია, უჭერს მხარს მისი უსაფრთხოების და თავდაცვის შესაძლებლობების განმტკიცებისა და მოდერნიზაციის მიზნით.

 

განცხადების მიხედვით, საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, 2014 წლიდან კი, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას.

 

ერთობლივი სწავლებისა და შეფასების ცენტრი NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განხორციელებულ ერთ-ერთ ინიციატივას წარმოადგენს და მიზნად ისახავს საქართველოს ტრენინგის, შეფასებისა და სერთიფიცირების შესაძლებლობების მხარდაჭერას, რამაც უნდა განამტკიცოს ოპერატიული მზადყოფნა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთქმედება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ალიანსის განცხადებით, საქართველო აქტიურად მონაწილეობს ალიანსის ოპერაციებში და თანამშრომლობს მოკავშირეებთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან მრავალი მიმართულებით.

 

ნატომ საქართველოს თავდაცვის ძალებს სატრანსპორტო საშუალებები გუშინ გადასცა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები