პოლიტიკა

შვეიცარიის ელჩი - ვიმედოვნებთ, პოლიტიკური პარტიები მოძებნიან კომპრომისს, რათა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები განმტკიცდეს

11.03.21 12:00


საქართველოს პოლიტიკურმა მოთამაშეებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორი გადაწყვეტა შეესაბამება ყველაზე უკეთესად საქართველოსა და მისი მოსახლეობის ინტერესებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში შვეიცარიის ელჩმა, პატრიკ ფრანცენმა განუცხადა.

 

„უპირველეს ყოვლისა, საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკურ მოთამაშეს შორის მნიშვნელოვანია ერთმანეთთან დაახლოება. მედიატორებსა და ფასილიტატორებს შეუძლიათ ამ პროცესის მხარდაჭერა, მაგრამ პროცესი საქართველოში უნდა ეფუძნებოდეს დიალოგს, ერთმანეთის პატივისცემას, სხვადასხვა პოლიტიკური მოთამაშეების თანაცხოვრების პატივისცემას. ჩვენ რეალურად ვიმედოვნებთ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია საქართველოში მოძებნის პოლიტიკურ გადაწყვეტას და კომპრომისს, რათა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები განმტკიცდეს. გადაწყვეტა უნდა იყოს ქვეყნის შიგნით. საქართველოს პოლიტიკურმა მოთამაშეებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორი გადაწყვეტა შეესაბამება ყველაზე უკეთესად საქართველოსა და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს. შვეიცარია, როგორც პირდაპირი დემოკრატიის ქვეყანა, დაინტერესებულია, რომ საქართველოს მოსახლეობა ფოკუსირებული იყოს პოლიტიკურ გადაწყვეტაზე“, – განაცხადა პატრიკ ფრანცენმა.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები