პოლიტიკა

მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი - საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლს ელოდებიან

11.03.21 12:20


საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლს ელოდებიან. 16 მარტამდე სულ ხუთი დღეა დარჩენილი და ამასობაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების გარკვეული კონტურები უნდა გამოიკვეთოს.

 

არსებული ინფორმაციით, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მედიაციით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი 12-13 გაიმართება. კრისტიან დანიელსონი ჯერ ოპოზიციას, შემდეგ კი ქართული ოცნების წარმომადგენლებს შეხვდება, ამის შემდგომ მხარეები ერთად დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან.


"ახლა მთავარი პასუხისმგებლობა არის ქართულ ოცნებაზე, რომელსაც პრეზიდენტ მიშელის ვიზიტის შემდეგ არა თუ ნაბიჯი არ გადმოუდგამს, პირიქით, გადასულები არიან აგრესიულ შეტევაზე, ამიტომ, ჩვენ ვთქვით, რომ ის საკითხები, რაც 6 პუნქტში წერია, განსაზღვრულია ევროკავშირის მიერ, როგორც არჩევნების საკითხი, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ამ ყველაფერზე კიდევ მნიშვნელოვანი მართლმსაჯულებისა და საარჩევნო საკითხების მოგვარება - ამაზე უნდა დაიწყოს პროცესი. ხედავთ, რომ ოცნება ჯერ-ჯერობით ამ ნაბიჯებს არ დგამს" - განაცხადა "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები