პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი - ნავთობმომპოვებელი კომპანია OMV Petrom-ის შემოსვლა ადასტურებს, რომ საქართველოში არის ძალიან კარგი ბიზნესგარემო

11.03.21 13:40


ავსტრიულ კომპანია OMV Petrom​-თან კონტრაქტის გაფორმება არის იმის დემონსტრირება, რომ კომპანია გამოხატავს სრულ მზაობას, დაიწყოს პირველი ფაზის განხორციელება საქართველოში. ეს ადასტურებს, რომ საქართველოში ძალიან კარგი ბიზნესგარემოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

„მინდა, კომენტარი გავაკეთო და გამოვეხმაურო გუშინდელ შეთანხმებას, რომელიც გააფორმა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ერთ-ერთ უდიდეს ავსტრიულ კომპანია OMV Petrom​-თან, რომელიც საქართველოში შემოვიდა. მოგეხსენებათ, კონტრაქტი ითვალისწინებს ნავთობისა და გაზის ძიება-მოპოვებაზე სამუშაოების დაწყებას საქართველოში შავი ზღვის აკვატორიაში. აქედან გამომდინარე, მინდა, კიდევ სიხარულით აღვნიშნო ეს ფაქტი. ეს არის იმის დემონსტრირება, რომ ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიც არის OMV Petrom​, გამოხატავს სრულ მზაობას, ძალიან მალე დაიწყოს პირველი ფაზის განხორციელება საქართველოში, რაც იმის დადასტურებაა, რომ საქართველოში არის ძალიან კარგი ბიზნესგარემო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

საქართველოსა და OMV Petrom S.A-ს შორის შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის ძიება-მოპოვებაზე კონტრაქტი გუშინ გაფორმდა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები