პოლიტიკა

პრემიერი: 15-17 მარტს მივემგზავრებით ბრიუსელში – მზად ვართ, მოკლე დროში ოპოზიციამ და ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა და მივაღწიოთ საერთო შეთანხმებას

11.03.21 15:00


„მინდა, კიდევ ერთხელ მოსახლოებისთვის განვმარტო, რომ ჩვენ 15-17 მარტს მივემგზავრებით ვიზიტით ბრიუსელში. ამ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს მაღალი დონის შეხვედრები, როგორც ევროკომისიაში, ასევე ევროპულ საბჭოში, ნატო-ში. 16 მარტს გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა, რომელზეც ჩვენ წარმოვაჩენთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან პროგრესს და წინსვლას არაერთი მიმართულებით რეფორმების განხორციელების საქმეში.

 

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელს და აღვნიშნო, რომ დიდად ვაფასებთ მის მხარდაჭერას, მის ჩართულობას ჩვენი ქვეყნის მიმართ. რაც შეეხება პრეზიდენტ მიშელის პირად წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის ვიზიტს საქართველოში, ჩვენ მივესალმებით მის ჩამოსვლას და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მისი მონაწილეობა პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას შეუწყობს ხელს. აქვე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციას და რჩევას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ოპოზიციამ და ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა და მივაღწიოთ საერთო შეთანხმებას, რათა ჩვენმა პარლამენტმა დაიწყოს ნორმალური მუშაობა და ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას. რაც მთავარია, ჩვენ ყველამ უნდა ვიხელმძღვანელოთ ქართველი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები