პოლიტიკა

პროკურატურისა და სასამართლოს ნაბიჯი თავიდან ბოლომდე უკანონოა - გიგა ბოკერია

11.03.21 15:20


"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პროკურატურისთვის ტვ პირველის მასალების ამოღებასთან დაკავშირებითა სასამართლოს განჩნებას ეხმაურება და აცხადებს რომ აღნიშნული ნაბიჯი თავიდან ბოლომდე უკანონოა. მისი თქმით, ეს არის კიდევ ერთი სიგნალი, თუ როგორ საშიშ რეჟიმთან გვაქვს საქმე:


„ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისის დროს, ამ სკანდალური და ძალიან საშიში მონაცემების გასაჯაროების შემდეგ, იმ საჯარო ინფორმაციის შემდეგ, რაც ამის შემდეგ გახდა ცნობილი უამრავი ადამიანის ბრალდებებით, ივანიშვილის გარემოცვის, მისი ოჯახის და მისი აწ უკვე სრულწლოვანი შვილის, დღევანდელი პრემიერის და სხვების მხრიდან მათზე ზეწოლის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მსგავს ვითარებებში სამთავრობო პროპაგანდა უბინძურეს მასალებს და მართლა ფაბრიკაციას ავრცელებდა, თან ისეთ მასალებს, რომელიც საჯარო ინტერესს საერთოდ არ წარმოადგენდა, დღეს ჩვენ ვხედავთ ვითარებას, როცა გამოძიება დაიწყო არა იმ მიმართულებით, როცა უნდა იყოს მხილებული პოტენციურად ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ზეწოლის, მუქარის ფაქტები ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან, კერძოდ დღევანდელი პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის, ჩუბინიძის და ბერა ივანიშვილის მიმართ, არამედ გამოიტანეს გადაწყვეტილება მედიის ჩხრეკის და მათი პროფესიული საიდუმლოების იძულებით გამხელის თაობაზე. არცერთ სხვა ვითარებაში მსგავსი ნაბიჯი არ გადადგმულა და ეს უკვე საკმარისია იმის დემონსტრირებისთვის, თუ როგორ მოქმედებს დღეს სამართლებრივი მანქანა სასამართლოს ჩათვლით. ის არის მოწოდებული მხოლოდ ივანიშვილის და მისი პირადი ღირსების დასაცავად.

 

ერთი ფილმი იყო „პრიცცის ოჯახის ღირსება“, ორგანიზებული დანაშაულის, მაფიოხური ოჯახის ღირსებას იცავდა და ჩვენი მთელი სახელმწიფო მანქანა ახლა არის მოწოდებული მხოლოდ ივანიშვილის ოჯახის ღირსების და მისი გარემოცვის დასაცავად.

 

გარდა ამისა, მინდა გაგაცნოთ, თუ რამდენად მკაფიო წინააღმდეგობაშია ჩვენს დღევანდელ კანონმდებლობასთან ის გადადგმული ნაბიჯი, რაც პროკურატურის შუამდგომლობით სასამართლომ მიიღო. ჩვენ გვაქვს კანონი სიტყვისა და თავისუფლების შესახებ, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია ერთი მთავარი მუხლი - “პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება, მოთხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფედენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება. ამაზე მკაფიოდ შეუძლებელია იყოს რამე ნათქვამი. გარდა ამისა, ეს კანონი შემდეგ აისახა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, სადაც ვკითხულობთ: “საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმასთან დაკავშირებით”. ამაზე მკაფიოდ შეუძლებელია ჩვენი კანონმდებლობა ამბობდეს იმას, რომ ის ნაბიჯი, რაც დღეს გადადგა პროკურატურამ და სამართლომ, არის თავიდან ბოლომდე უკანონო. ჩვენ ვხედავთ ჩვენივე კანონების უგულებელყოფით და დარღვევით გადადგმულ ნაბიჯებს”, - განაცხადა ბოკერიამ.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები