პოლიტიკა

მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო მათ მიერ განხორციელებულ პროექტებში ცენტრალური აზიის ქვეყნების ჩართვას ცდილობენ

11.03.21 15:40


„თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო მათ მიერ განხორციელებულ პროექტებში ცენტრალური აზიის ქვეყნების ჩართვას ცდილობენ“, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყირგიზეთში, დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სწორედ ეს იყო მთავარი საკითხები, რომლებიც უზბეკეთში, თურქმენეთსა და ყირგიზეთში ვიზიტისას განიხილა.

 

თურქული სააგენტო Anadolu-ს ცნობით, „ჩავუშოღლუმ ასევე გაუსვა ხაზი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მთიანი ყარაბაღის ომში აზერბაიჯანის გამარჯვება“.

 

მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთი მუშაობს კრიზისების მოსაგვარებლად, რომლებიც საფრთხეს უქმნის რეგიონს, მათ შორის კავკასიაში, სირიაში, ლიბიასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში.

 

ჩავუშოღლუმ დაამატა, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც ადამიანები დევნის და სხვა გამოწვევების შინაშე არიან, თურქეთი მათ დასახმარებლად უკან არ იხევს.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები