პოლიტიკა

მოლაპარაკებებზე მივდივართ იმ ოპტიმიზმით, რომ დიალოგს შედეგი ექნება - ქადაგიშვილი

11.03.21 16:00


პარლამენტის საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები გარკვეულ შედეგს გამოიღებს. მისი თქმით, ნებისმიერი მცდელობა, რომ მოახლოებული დიალოგი იყოს ტორპედირებული, არის მარცხისთვის განწირული, რიგგარეშე არჩევნების ულტიმატუმად დაყენება კი საერთოდ ძირშივე ნიშნავს, რომ ყველანაირი დიალოგი ჩაშლილი უნდა იყოს.

 


„ნებისმიერი მცდელობა, რომ მოახლოებული დიალოგი იყოს ტორპედირებული, არის მარცხისთვის განწირული. ევროკავშირის წარმომადგენელი უკვე საქართველოში ჩამოვიდა და ხვალიდან ალბათ, უშუალოდ დაიწყება დიალოგის კონკრეტული ფორმატი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ამ დიალოგთან დაკავშირებით კონკრეტული თემები და გადაწყვეტილებები, ინიციატივები გაგვაჩნია, მათ შორის, პარლამენტშიც. ყველა საკითხთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენი მყარი პოზიცია. მოლაპარაკებებზე მივდივართ იმ ოპტიმიზმით, რომ ეს მოლაპარაკებები მიუხედავად დიდი მცდელობისა არ შემდგარიყო, შედგება და შედეგიც ექნება. წინასწარ ნებისმიერი მხრიდან განცხადების გაკეთება, კონკრეტულ საკითხებზე, რაზე იქნება კომპრომისი, ეს იქნება ფონის გაფუჭება.

 

მოლაპარაკებების ფორმატი ევროკავშირმაც განგვისაზღვრა. ეს არის საქართველოს კონსტიტუცია, ამას ვერცერთი გავცდებით, მეორეა ის შეფასებები და დასკვნები, რაც ევროკავშირის ინსტიტუციებმა დადო - ეუთო/ოდირმა. ამ ჩარჩოს არ უნდა სცდებოდეს მოლაპარაკებების კომპრომისის პროცესის წარმართვა. აქედან გამომდინარე, ამ ველზე მოხდება შეთანხმება. დანარჩენი ყველაფერი ისეთი დეტალია, რომლის პროგნოზირებაც არასწორიაა. რიგგარეშე არჩევნების ულტიმატუმად დაყენება საერთოდ ძირშივე ნიშნავს, რომ ყველანაირი დიალოგი ჩაშლილი უნდა იყოს. მთელი ეს შეტევა, რაც ამ პერიოდში ხდებოდა, ხდებოდა იმიტომ, რომ ევროპული სულისკვეთებით ჩატარებულ დიალოგზე რამენაირად „ნაეზდი“ ყოფილიყო. ტყუილად არ ვამბობ ამ რუსულ სიტყვას, რადგან ბევრი პროვოკაცია ჩრდილოეთიდან მოდის ევროკავშირთან საქართველოს მჭიდრო პიოლიტიკური დიალოგის პროცესში“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები