პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა 4 ადამიანი დააკავეს

11.03.21 16:40


პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა 4 ადამიანი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებულები.

 

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ტელეკომპანია „პირველში“ საგამოძიებო სამუშაოების ჩატარებას ეწინააღმდეგებოდნენ. ადგილზე შეკრებილ აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება მოხდა.

 

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების მიხედვით, პროკურატურას ტელეკომპანიაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება მიეცა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბაია ცანავამ განუცხადა, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს პროკურატურა „ტვ პირველში“ შეჭრას გეგმავს. მისი განმარტებით, მსგავსი სახის ინფორმაცია საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები