პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: ის იქნება სამი ინტენსიური დღე, რათა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა ჩიხიდან გამოსვლა

12.03.21 10:45


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან შეხვედრას მართავს. შეხვედრის დაწყებამდე ელჩმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

 

„ის იქნება სამი ინტენსიური დღე და მომენტი, რათა ვნახოთ, შესაძლებელი იქნება თუ არა ჩიხიდან გამოსვლა“, - განუცხადა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ჟურნალისტებს აეროპორტში განუცხადა, რომ პოლიტიკური პროცესის მონაწილე მხარეებთან სამი დღის განმავლობაში ძალიან დატვირთულ სამუშაო გრაფიკს ელის.

 

კრისტიან დანიელსონი დედაქალქს გამთენიისას ეწვია. დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

 

პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში მონაწილეობასთან ერთად, დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 532


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები