პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი უნგრეთის ელჩს შეხვდა

12.03.21 11:15


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. მხარეებმა ნადირობის ინდუსტრიის, აკვაკულტურის განვითარების, ასევე, აგრარულ დარგში საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

ლევან დავითაშვილმა ელჩს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობის საკითხს გაუსვა.

 

ვიქტორია ჰორვატის განცხადებით, საქართველო უნგრეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 541


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები