პოლიტიკა

კრისტიან დანიელსონი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

12.03.21 11:30


საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ამ წუთებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი მედიასთან კომენტარს გააკეთებს.

 

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრამდე კრისტიან დანიელსონმა პირველი აუდიენცია ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართა.

 

დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. კრისტიან დანიელსონი მედიის წარმომადგენლებს 13.00 საათზე შეხვდება.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 568


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები