პოლიტიკა

კახა კალაძე ზურაბ პოლოლიკაშვილზე - მსგავსი ინფორმაცია კი არ ვრცელდება, ოპოზიციური მედიასაშუალებები ავრცელებთ და სიცრუეს ტირაჟირებთ

12.03.21 13:40


თბილისის მერი კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის თამახმად, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი შესაძლოა, გაეროში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი იყოს.

 

კალაძის განმარტებით, მერობის კანდიდატის დასახელებამდე შვიდი თვეა დარჩენილი და საკუთარ საქმიანობას აგრძელებს.

 

კითხვაზე: იქნება თუ არა ზურაბ პოლილიკაშვილი მერობის კანდიდატი, კალაძემ განაცხადა: „სრულიად ტყუილს და სიცრუეს ავრცელებთ.“

 

,,მსგავსი ინფორმაცია კი არ ვრცელდება, არამედ თქვენ ავრცელებთ, ოპოზიციური მედიასაშუალებები და სიცრუეს ტირაჟირებთ. არჩევნებამდე დარჩენილია შვიდი თვე, თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ერთი არჩევნები, როდესაც შვიდი თვით ადრე წარმოდგენილია კანდიდატი. რა თქმა უნდა, ვიღებთ კონსულტაციებში მონაწილეობას, რომ შევარჩიოთ, ვინ იქნება სხვადასხვა რაიონში საკრებულოს წევრი, მერები და ა.შ. ეს არის პროცესი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძლდება. კანდიდატის ვინაობა ერთი თვით ადრე ცხადი იქნება და გაიგებთ ყველაფერს, ეს არის კანონმდებლობით გათვალისწინებული. მე ვარ ქალაქის მერი, ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას. შესაბამისად, როდესაც გადაწყვეტილება მიღებული იქნება კანდიდატთან დაკავშირებით, ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის, ვინ იქნება ეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი გაეროში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი იქნება.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 532


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები