პოლიტიკა
16.03.21 10:45
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ალექსანდერ დე კროს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში გამართულ შეხვედრაზე, ხაზი გაესვა საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის არსებულ წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას, ასევე ევროპული ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დგამს შესაბამის ნაბიჯებს, რათა ქვეყანამ 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე.
მხარეებმა ყურადღება დაუთმეს COVID-19-ის პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით და აღნიშნეს ვაქცინაციისა და ერთობლივი ძალისხმევის როლი პანდემიის დროულად დამარცხებაში.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაქცინის სამართლიანი განაწილების აუცილებლობაზე, რათა ყველა ქვეყანამ თანაბარი შესაძლებლობებით ისარგებლოს, შეძლოს ეკონომიკის სრულფასოვანი ამოქმედება და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში ეტაპობრივად დაბრუნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პოსტპანდემიურ ეტაპზე, მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტებია ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წახალისება და ტურიზმის სექტორის აღდგენა.
ხაზი გაესვა ბელგიის სამეფოსთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და ბიზნესებს შორის თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში. აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში, როგორც რეგიონულ, ისე ფედერალურ დონეზე თანამშრომლობით, ბავშვთა უფლებების, გენდერული თანასწორობის, აღდგენითი მართლმსაჯულების, სასკოლო განათლების სფეროში სწორი მიდგომების თემაზე არაერთი შედეგზე ორიენტირებული პროექტი განხორციელდა.
მხარეებმა ისაუბრეს განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე.
აღინიშნა, რომ საქართველო, 2023 წელს, სპეციალური სტუმრის სტატუსით, მონაწილეობას მიიღებს ბელგიური ხელოვნების ფესტივალში - ევროპალია.
ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე, ახალ გეოპოლიტიკურ სურათსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე.
ალექსანდერ დე კრომ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, ისევე, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ბელგიის სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.
შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალი საბანაძე დაესწრნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 253
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24
-
11:2001.05.24
-
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
11:0001.05.24
-
შსს: საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი
10:3501.05.24