პოლიტიკა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა თანამშრომლებს ახალი მოადგილე წარუდგინა

16.03.21 13:40


რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ თანამშრომლებს ახალი მოადგილე წარუდგინა.

 

სახელმწიფო რწმუნებულის სამსახურის ცნობით, ლაშა ჭიჭინაძე პროფესიით იურისტ-ეკონომისტია. სხვადასხვა დროს საჯარო სამსახურში მუშაობდა. აქვს საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, სადაც მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა.

 

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ახალი მოადგილე 2017 წლიდან დღემდე არის მოქმედი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.

 

2017 წლიდან დღემდე არის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი. 2019 წლიდან დღემდე იკავებს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის მენეჯერის პოზიციას.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები