პოლიტიკა

„საქართველოს შეუძლია და უნდა იყოს ევროპა რეგიონში“ - თამარ ტალიაშვილი

16.03.21 14:40


„პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ტალიაშვილი მიიჩნევს, რომ გლობალური პროცესები საქართველოს შესაძლებლობას აძლევს შეასრულოს ისტორიული მისია და რეგიონში გახდეს ევროპა“, - ამის შესახებ  განცხადება დეპუტატმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.


„პოლიტიკური დაძაბულობის და დისკუსიების, ხელოვნური და ბუნებრივი კრიზისების მიღმა დასაფიქრებელი და კარგად დასანახია ჩვენი ქვეყნისათვის ისტორიული მნიშვნელობის მომენტი.

 

გლობალური პროცესებიდან, ასევე ყარაბაღში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რაც რეგიონში რუსეთის პოზიციების გაძლიერებას გულისხმობს, საქართველოს აძლევს განსაკუთრებულ დატვირთვას და იმავდროულად შესაძლებლობას შეასრულოს თავისი ისტორიული მისია. საქართველოს შეუძლია და უნდა იყოს ევროპა რეგიონში.

 

საქართველოს მზაობაზე ევროინტეგრაციისთვის დღეს უმაღლესი რანგის შეხვედრებს მართავს პრემიერ მინისტრი ევროკავშირის დედაქალაქში, ბრიუსელში.

 

წარსადგენი განხორციელებული რეფორმები ბევრი გვაქვს, ასევე საქართველოს არსებითი პროგრესი ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის გზაზე ეტაპობრივად აღიარებულია ევროკავშირის ანგარიშებში.

 

სწორედ ამ მზაობიდან და პარტნიორების დამოკიდებულებიდან გამომდინარე ჩვენ არ გვაქვს უფლება ხელოვნურად შექმნილ პოლიტიკურ გამწვავებებს გადავაყოლოთ ეს ისტორიული მომენტი.

 

ჩვენმა ხალხმა აჩვენა მთელს მსოფლიოს რომ მიუხედავად დესტრუქციული ძალების მცდელობისა სახეზეა საერთო სახალხო თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური უთანხმოება ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს, ამისათვის არსებობს პარლამენტი.

 

გავუფრთხილდეთ ჩვენს მიღწევებს. ჩვენ ვჭირდებით საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს და ჩვენ ვჭირდებით მათ ძლიერი პარტნიორის სახით“, - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები