პოლიტიკა

ჰანს ვან ბაალენი - ქართველ ხალხს  კონკრეტული შეთავაზებები სჭირდება - პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის ნიკა მელია უნდა გათავისუფლდნენ

17.03.21 10:00


ქართველ ხალხს სიცხადე და კონკრეტული შეთავაზებები სჭირდება, - ამის შესახებ “ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის” პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი აცხადებს, რითაც ის ბრიუსელში გუშინ გამართულ ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრას ეხმიანება.

 

„მიმდინარე მედიაციის პროცესში მოუთმენლად ველით მომდევნო ნაბიჯებს.

ამასობაში კი პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის ნიკა მელია უნდა გათავისუფლდნენ“, - წერს ჰანს ვან ბაალენი “ტვიტერზე“.

 

“ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის” პარტიის პრეზიდენტის ამ პოსტს ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

 

„მოდით, ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირს შეუძლია ამის გაკეთება საქართველოში ნამდვილი, ეფექტური, ინკლუზიური დემოკრატიისთვის“, - წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები