პოლიტიკა

ევროკავშირის საბჭო ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომას Twitter-ზე ეხმაურება

17.03.21 10:45


ევროკავშირის საბჭო ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომას Twitter-ზე ეხმაურება.

 

„დღეს გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს საბჭოს სხდომა, რომელზეც განხილული იყო შემდეგი საკითხები: ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები; პოლიტიკური მედიაცია; მართლმსაჯულება და უსაფრთხოება; ეკონომიკა და ვაჭრობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ევროკავშირის საბჭო „ტვიტს“ თან ურთავს ვიდეორგოლს სხდომის ძირითად შედეგებთან დაკავშირებით.

 

„ბრიუსელში, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის თავმჯდომარეობით, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. კომისიას წარმოადგენდა კომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი. მონაწილეებმა განიხილეს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის პოლიტიკური დიალოგისა და რეფორმების, ასევე, პოლიტიკური ასოცირების, მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხები. ასევე, განხილული იყო ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობა, ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრა“,- აღნიშნულია ვიდეორგოლში.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები