პოლიტიკა

"სულ ტყუილა არიან "ოცნებაში“ აჟიტირებული ბორელის განცხადებებით" - ჭიჭინაძე

18.03.21 12:20


"არჩევნებზე ეუთო/ ოდირის მიერ დადებული შეფასების რევიზიისთვის ნამდვილად არ დაუბარებია ბორელს ღარიბაშვილი" ,- აცხადებს "ტრიბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭინაძე - მისივე თქმით, "ოცნებაში" ტყუილად არიან აჟიტირებულნი ბორელის განცხადებებით.


ჭიჭინაძე ოპოზიციის დანაშაულზეც საუბრობს და ამბობს, რომ "პოზიციის სერიოზული დანაშაული ის არი, რომ ხალხს არ ვეხმარებით ამ ურთულს პროცესში და ჯერაც არ გაგვიჟღერებია რას ვთავაზობთ თუნდაც ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში".

 

პოლიტიკოსმა ხაზგამისით აღნიშნა, რომ სანამ ნიკა მელია ზის, “ოცნებასთან“ მოლაპარაკების გაგრძლება კომპრომისებზე წასვლას უფრო ნიშნავს.

 

"არჩევნებზე ეუთო/ ოდირის მიერ დადებული შეფასების რევიზიისთვის ნამდვილად არ დაუბარებია ბორელს ღარიბაშვილი, შესაბამისად ახალიც არაფერი თქმულა, ამიტომ სულ ტყუილა არიან „ოცნებაში“ აჟიტირებული ბორელის განცხადებებით.

 

თუმცა, მათი უბედურება ის არის, რომ თავადაც ილუზიაში ცხოვრობენ, ხალხსაც ილუზიაში აცხოვრებენ, მთელი ამ ხნის განმავლობაში კი, ყოველდღიური სამოქმედო გეგმაც კი არ დაუდიათ.

 

ოპოზიციის სერიოზული დანაშაული ის არი, რომ ხალხს არ ვეხმარებით ამ ურთულს პროცესში და ჯერაც არ გაგვიჟღერებია რას ვთავაზობთ თუნდაც ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ხალხი ღატაკდება და ხვალინდელი დღის უიმედობაა ყველგან...

 

ამიტომ, რაც უფრო მეტი ეკონომიკური პრობლემა და მისი გადაჭრის გზები იქნება გაჟღერებული, მით უფრო აქტიურად ჩაერთვება ჩვენი ამაომრჩეველი ამ კრიზისის მოგვარებაში.

 

თუმცა, სანამ ნიკა მელია ზის, “ოცნებასთან“ მოლაპარაკების გაგრძლება კომპრომისებზე წასვლას უფრო ნიშნავს" , განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები