პოლიტიკა

სააკაშვილი კიევიდან მოლაპარაკებების მაგიდის აყირავებას ცდილობს - სოზარ სუბარი

18.03.21 13:20


ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი მოლაპარაკებების პროცესს იმედიანად უყურებს.

მისი განმარტებით, "ქართული ოცნების" მხრიდან ყველაფერი კეთდება, რათა მოლაპარაკებები შედგეს და არ ჩაშალოს არავინ. ის ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას და თქვა, რომ ასეთი რიტორიკით ის შეურაცხყოფას აყენებს საერთაშორისო მეგობრებს, ეს კი მოლაპარაკებების მაგიდის აყირავების მცდელობაა:


"გუშინ ყველა ვუსმენდით, ორივე მხარე გამოვიდა იმედიანი, რაც ნიშნავს, რომ მოლაპარაკებებს არ აქვს პერსპექტივა. ყოველ შემთხვევაში, "ქართული ოცნების" მხრიდან ყველაფერი კეთდება, რათა მოლაპარაკებები შედგეს და არ ჩაშალოს არავინ.

თუმცა, დავინახეთ ისეთებიც, რომლებმაც დატოვეს მოლაპარაკების დარბაზი და გადავიდნენ ჩვენი პარტნიორების ლანძღვა-გინებაზე მორიგ ჯერზე. რაც შეეხება მოლაპარაკებას ყველაფერზე - დიახ, ყველაფერზე უნდა იყოს შეთანხმება, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე თმობს მხოლოდ ერთი ან მხოლოდ მეორე მხარე.

ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებაზე უნდა შევთანხმდეთ ყველა. როცა ადამიანი ტოვებს მოლაპარაკებას, ნათელაშვილს ვგულისხმობ და იწყებს ლანძღვას ჩვენი მეგობრების წინააღმდეგ, როცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კიევიდან იწყებს ჩვენი მეგობრების ლანძღვას და პრაქტიკულად ძაღლებს უწოდებს - "ისინი ჰყეფენ და ქარავანი მიდის, მე ჩემს საქმეს ვაკეთებო", ეს არ გვიკვირს, რადგან ეს არის ადამიანი, რომელმაც კოლონიზატორებს შეადარა დასავლეთი, ეს არის მცდელობა ზუსტად, რომ აყირავდეს მოლაპარაკების მაგიდა, არ შედგეს შეთანხმება და ვერ ეშვება თავის ოცნებას რევოლუცია მოაწყოს, მაგრამ ეს რევოლუცია არ მოხდება და ამას ქართველი ხალხი ხედავს,"- განაცხადა სუბარმა.

 

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ "ყველა ადამიანი, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებასა და გავლენებს, ამორალური და იდიოტია".

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები