პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა

18.03.21 13:40


პრემიერის ვიზიტი ნატოში, მისი შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან და გამოსვლა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში იყო მნიშვნელოვანი და ძალიან წარმატებული. საქართველომ კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება დაიმსახურა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე მოწინავე ასპირანტმა ქვეყანამ, რომელსაც აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოში გაწევრიანებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა.

 

„ყველა თანხმდება იმაზე, რომ საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა და ყველა ველოდებითიმას, რომ მომწიფდეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. ამ თვალსაზრისით, როგორც გასული წელი, ასევე მიმდინარე წელიც არის დახუნძლული მნიშვნელოვანი მოვლენებით. გასულ წელს გვქონდა ნატოს მინისტერიალი, რომელშიც პირადად მე მივიღე მონაწილეობა და მნიშვნელოვანი შედეგებით დავბრუნდით, მათ შორის 2030 წლის სტრატეგია ღია კარის პოლიტიკის თვალსაზრისით, ასევე გაფართოებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. წლევანდელი წელიც მნიშვნელოვანია. ეს წელი იქნება ერთგვარი მოსამზადებელი 2022 წლისთვის, როდესაც ჩატარდება ნატოს სამიტი და ვფიქრობ ესეც იქნება პროგრესის ამსახველი, კერძოდ საქართველოს ღია კარის პოლიტიკის თვალსაზრისით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები