პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა

18.03.21 14:20


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა.

 

მხარეებმა ისაუბრეს სამართლებრივი რეფორმების კუთხით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გეგმებზე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

 

„იაპონია მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ მისწრაფებას და საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებს. ჩვენ ვისაუბრეთ იმ რეფორმებზე, რომელთა განხორციელებასაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გეგმავს და ბატონმა ელჩმა მჭიდრო თანამშრომლობისა და მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

 

შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები