პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი - საქართველო უახლოვდება თავის სტრატეგიულ მიზანს, ევროკავშირში ინტეგრაციას

18.03.21 15:00


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი წარმატებულად შეაფასა. მისი თქმით, ეს ვიზიტი და გამართული შეხვედრები კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო უახლოვდება თავის სტრატეგიულ მიზანს - ევროკავშირში ინტეგრაციას.

 

„მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ძალიან წარმატებულ ვიზიტს. ვიზიტის ფარგლებში, იყო შეხვედრები როგორც ევროკომისიასთან, ისე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი სტრატეგიული ხაზის და იმის, რომ საქართველო უახლოვდება თავის სტრატეგიულ მიზანს - ევროკავშირში ინტეგრაციას. ხაზგასმით იყო აღიარებული, რომ საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები კონკურენტულ გარემოში, რომელიც დადასტურებული იყო ეუთო/ოდირის დასკვნაში. საბჭოს ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული საქართველოს პროგრესის შესახებ ევროპასთან ასოცირებით გათვალისწინებული ვალდებულებების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესრულების კუთხით. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სასიხარულო ინფორმაცია მთელი ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის და პროგრესისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები