პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როდესაც არჩევნები ლეგიტიმურია, ლეგიტიმურია პარლამენტიც და მაინც არ შემოდის ოპოზიცია

18.03.21 15:20


ოპონენტები თავიდან საუბრობდნენ გაყალბებაზე, ახლა ეს მესიჯი დღის წესრიგიდან მთლიანად მოხსნეს და გადაერთნენ იმაზე, რომ პოლიტიკიდან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი წავიდნენ.

ძალიან საინტერესოა, არჩევნების გაყალბებაზე საერთოდ ვეღარ საუბრობენ იმიტომ, რომ დავუმტკიცეთ „პივიტის“ გაყალბება და ყველა ფორმატში გაკეთდა განცხადებები იმაზე, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, „ოდირის“ დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ არჩევნების დადებითად შეფასების დროს გამოიყენება ტერმინები: კონკურენტული და ადამიანის ძირითადი უფლებების შესაბამისი.

 

„გაყალბებაზე საუბარი ზედმეტია, შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ეს კრიზისი არის აბსოლუტურად ხელოვნური. როდესაც არჩევნები ლეგიტიმურია, ლეგიტიმურია პარლამენტი და მაინც არ შემოდის ოპოზიცია ამ პარლამენტში, ასეთ დროს კრიზისი არის ხელოვნური. როდესაც „ოდირის“ დასკვნაში იწერება, რომ ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული, ეს არის „ოდირის“ პრაქტიკა, როდესაც არჩევნები ფასდება დადებითად, გამოიყენება შესაბამისი ტერმინები. გამოიყენება სიტყვა კონკურენტული და ძირითადი უფლებების შესაბამისი არჩევნები. ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებში იგულისხმება უფლება თავისუფალ, სამართლიან და თანასწორ არჩევნებზე.

ძირითადი უფლებების დაცვა მოიცავს ყველაფერს, მათ შორის არჩევნების სამართლიანობასაც. ყველა, ვინც იცის ადამიანის უფლებები, ამაში დამეთანხმება“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები