პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო Astrazeneca-ს ვაქცინით აიცრა

18.03.21 15:40


საქართველოს პრეზიდენტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

AstraZeneca-ს პრეპარატის პირველი დოზის მიღების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ პანდემიით შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად საზოგადოებამ ვაქცინა უნდა გამოიყენოს.

 

„დღეს ურიგოდ ჩავიტარე აცრა, რამეთუ არც პრეზიდენტს ეკუთვნის და არც იმ ჯგუფში ვარ, რომელსაც ურიგოდ ეკუთვნის. ჯერ ექიმების, ექთნების და იმ მედპერსონალის რიგია, რომლებმაც ეს თვეები მძიმედ გაიარეს და ნამდვილად საჭიროა, რომ აიცრან, რომ გადამდებები არ იყვნენ და დაცულები იყვნენ, რამეთუ მათზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული.

 

მაგრამ მერე დადგება შემდეგი ჯგუფების რიგიც და თუ გვინდა, რომ იმ მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, რაც მთელ მსოფლიოში კოვიდ-პანდემიას მოჰყვა, აუცილებელია ეს საშუალება გამოვიყენოთ, რათა დავიცვათ საზოგადოება, ქვეყანა. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ გამოწვევასაც გადავლახავთ და სხვასაც“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები