პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი - ჩვენ ისეთ შეთავაზებას ვაკეთებთ, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებსაც სახეს შეუნარჩუნებს

18.03.21 17:20


ჩვენ ვაკეთებთ ისეთ შეთავაზებას, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებსაც სახეს შეუნარჩუნებს,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი თქმით, არსებობს რესურსი, რომ პოზიციები დაახლოვდეს. როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, მათ აქვთ სამართლიანი შეთავაზებები, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეზე.

 

"ჩვენ გვაქვს შეთავაზებული ისეთი სამართლიანი და ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე ორიენტირებული წინადადებები, სადაც ოპოზიციის როლი ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ მათ ამ მოლაპარაკებების შემდგომ ის კი არ ისაუბრონ, რომ რაღაც დათმეს, ვინმემ რაღაც წააგო, არა - მათ შეუნარჩუნდეთ სახე როგორც პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებმაც მიიღეს ხალხის ინტერესებზე და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება და მმართველი პარტიაც იყოს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ძალა, რომელმაც შეძლო ოპონენტებთან, აზრთა სხვადასხვაობის მოუხედავად, პოზიციების დაახლოება და ჯამში, ჩვენ ყველა გავერთიანდით ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. ეს რესურსი არის, ჩვენ არ შევთავაზებდით ისეთ წინადადებებს, სადაც გვექნებოდა მოლოდინი, რომ რაიმე ფორმით მოხდებოდა პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის საერთო კონსენსუსი. ეს პროცესი არის დამახასიათებელი ევროპული ტიპის დემოკრატიებისთვის, რომ პოლიტიკურმა ოპონენტებმა შეძლონ პოზიციების დაახლოება და ეს არის პოლიტიკური სიმწიფის ერთგვარი დემონსტრირება. ყველა პოლიტიკური სუბიექტი ამას ვერ გაუძლებს უბრალოდ და გუშინ იყო ამის ნათელი დემონსტრირება. ყველა პოლიტიკური სუბიექტი არ არის დემოკრატიული ფასეულობის ერთგული, არ არის მოწადინებული იხელმძღვანელოს დასავლური ღირებულებებით და ამის ნათელი მაგალითი იყო შალვა ნათელაშვილის შემთხვევა. თუმცა, ის გაუძლებს ამ პროცესს ვისაც ნამდვილად ანაღვლებს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე და ვფიქრობ, ამის რესურსი არის,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები