პოლიტიკა

გიორგი ხოჯევანიშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

18.03.21 17:40


პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხოჯევანიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დესისლავა ივანოვას შეხვდა.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყნას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე და ასევე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

 

„საუბარი შეეხო საქართველოსა და ბულგარეთს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის: ბულგარეთის მიერ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას, ჩვენს ქვეყანაში ბულგარეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებს და ასევე, ისეთ საკითხებსაც, რომელიც სამომავლოდ საქართველოსა და ბულგარეთის შორის თანამშრომლობის დღის წესრიგშია. იმედი მაქვს, რომ თანამშრომლობა წარმატებული იქნება“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები