პოლიტიკა

„მეტ რყევებს ქვეყანა ვერ გაუძლებს, ჩვენ ამას შევაჩერებთ“ - მამუკა ხაზარაძე

19.03.21 10:45


„აშკარაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა მოლაპარაკებები. ეს არის უაღრესად უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც აზიანებს ქვეყანას და მის დასავლურ კურსს. ეს არის გზა წარსულისა და ჭაობისკენ“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. 

 


მისი თქმით, ქვეყანა უკიდურესად რთულ მდგომარეობაშია და ის მეტ რყევას ვეღარ გაუძლებს.

 

„მეტ ვარდნას, რყევებს ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს. ჩვენ ამ ვარდნას შევაჩერებთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართული ბოლო შეხვედრაც შეთანხმების გარეშე დასრულდა.

 

კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ის ბრიუსელში ბრუნდება და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს პოლიტიკური მოლაპარაკებების შესახებ ანგარიშს ჩააბარებს.

 

მისი თქმით, ახლა მთელი პასუხისმგებლობა ქართველო პოლიტიკოსებს ეკისრებათ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები