პოლიტიკა

დეკანოიძე: ოპოზიციამ მაქსიმუმი გააკეთა, ორივე მხარის ერთნაირად შეფასება მცდარია

19.03.21 11:15


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე კრისტიან დანიელსონის მედიაციით "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

 


მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

"უიმედობა არ უნდა შემოგვეპაროს. რეჟიმი დათმობაზე არ მიდის - ჩვეულებრივი ამბავია. საქართველოს ევრო-ატლანტიკურო მომავალი ივანიშვილს რომ არ აინტერესებს - ესეც არ არის ახალი. ოპოზიციამ გააკეთა მაქსიმალური ქვეყნისთვის.

ორივე მხარის ერთნაირი შეფასება - ძალიან, ძალიან მცდარია. რეჟიმზე რა წარმოდგენაც აქვს დასავლეთს - მალე გამოჩნდება. დანარჩენი კი რჩება იგივე მოცემულობა - ბრძოლა, ბრძოლა და თავისუფლების მოპოვება. სხვა გზა არც გვქონია", - წერს დეკანოიძე.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები