პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ოპოზიციამდე საკითხების სრული ჩამონათვალიც კი არ მოსულა

19.03.21 13:00


„ოპოზიციამდე საკითხების სრული ჩამონათვალიც კი არ მოსულა“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გუშინ გამართულ მოლაპარაკებებს გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დიდი დარტყმა მიაყენა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

 

„ეს იყო კატასტროფა, რაც მათი მხრიდან გუშინ ხდებოდა. ოპოზიციამდე არც კი მოსულა საკითხების სრული ჩამონათვალი, რადგან „ქართული ოცნების“ დესტრუქციული პოზიცია იმდენად გაუგებარი და მიუღებელი იყო დიპლომატებისთვის თუ მედიატორებისთვის, რომ ამ ადამიანებს ჩვენთან დეტალური განხილვა და საუბარი არც დაუწყიათ.

 

ევროპულმა მხარემ დაინახა, რომ „ქართულ ოცნებას“ არაფერი არ აინტერესებს, მას აინტერესებს ძალაუფლების შენარჩუნება, მან ცუდად გამოიყენა შარლ მიშელის სახელი. „ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა მოლაპარაკებები და საქართველოს სახელმწიფოებრიობას მიაყენა დიდი დარტყმა.

 

დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერზე იქნება შესაბამისი რეაგირება, „ქართული ოცნება“ გადაიხდის დიდ ფასს ამისთვის, მაგრამ არცერთი ჩვენი პარტნიორი ხელს არ აიღებს საქართველოს ევროპული პერსპექტივიდან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

გუშინ, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც ბრიუსელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, იმედი გამოთქვა, რომ პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიდან ვითარებაზე, გასავლელ გზაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები