პოლიტიკა

ოპოზიციას სურს, არჩევნები იმდენჯერ ჩატარდეს, ვიდრე სააკაშვილი საპარლამენტო ტრიბუნიდან ჩაის არ დალევს - ვოლსკი

19.03.21 13:40


პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიციის ულტიმატუმია, ხელისუფლებამ თავზე ნაცარი წაიყაროს, არჩევნები კი იმდენჯერ ჩატარდეს, ვიდრე სააკაშვილი ჩაის პარლამენტის ტრიბუნიდან არ დალევს:

 


"არის ულტიმატუმი, რომ ხელისუფლებამ თავზე ნაცარი წაიყაროს და აღიაროს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ, ხოლო არჩევნები იმდენჯერ ჩატარდეს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ აირჩევენ და ჩაის პარლამენტის ტრიბუნიდან არ დალევს. ერთმანეთის დადანაშაულება შეიძლება, მაგრამ საზოგადოება არ არის ბრმა, როგორც ზოგიერთს ჰგონია. ყველა ხედავს რა მოხდა. ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ევროკავშირის დროშით რაღაც აქციებს შეუერთდნენ, უნდა დაფიქრდნენ, რა პოზიცია აქვს ევროკავშირს. დაფიქრდნენ იმ დამოკიდებულებაზე, რაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს პროცესის მიმართ გააჩნიათ. ვინც ამას სიღრმისეულად გაანალიზებს, ბევრი ადამიანი, ვინც ოპოზიციას უჭრეს მხარს, აქციაში მონაწილეობას გადაიფიქრებს", - განუცხადა ჟურნალისტებს ვოლსკიმ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები