პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ნუ დავარქმევთ ამას ჩაშლილ მოლაპარაკებას, წინ კიდევ არის რესურსი

19.03.21 14:40


„ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმების მისაღწევად ყველა ნაბიჯი გადადგა, თუმცა ოპოზიციამ აღიარა, რომ ისინი მოლაპარაკებებზე ულტიმატუმით მივიდნენ, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„ნუ დავარქმევთ ამას ჩაშლილ მოლაპარაკებას, რადგანაც წინ არის კიდევ რესურსი, არის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის შეთანხმებით ვერ დასრულდა მოლაპარაკება.

 

„ქართული ოცნების“ მხრიდან წარდგენილი და გადადგმული იყო ყველა რეალური, სამართლიანი ნაბიჯი, რათა კომპრომისული, ზეპარტიული, ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიგვეღო, მაგრამ საზოგადოებამ კარგად მოისმინა, აკაკი მინაშვილის ალბათ მთავარი წამოცდენა, როდესაც პირდაპირი გზავნილი გააჟღერა კიევიდან და თქვა, რომ რეალურად ოპოზიცია მოლაპარაკებაზე ულტიმატუმებით მივიდა და მათი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შემდგომ ნაბიჯებზე მათი მხრიდან საუბარი ზედმეტი იყო.

 

აქ ძალიან კარგად ჩანს ორივე მხარის არქიტექტურა, როდესაც მოლაპარაკების მიმდინარეობისას იმთავითვე ულტიმატუმებს იწყებ, საუბარი ზედმეტია. როგორც კი ულტიმატუმები წამოტივტივდება, რა თქმა უნდა, ნათელია, რომ არა მოლაპარაკებისთვის, არამედ მისი ჩაშლისთვის არის ეს ნაბიჯები გადადგმული“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

გუშინ, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც ბრიუსელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, იმედი გამოთქვა, რომ პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიდან ვითარებაზე, გასავლელ გზაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები