პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: „ევროპულ საქართველოსთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთ ოჯახში ვართ და ვუცხადებთ, რომ კრიზისს არ მოაქვს პოზიტიური იმიჯი საქართველოსთვის

19.03.21 17:20


„ევროპულ საქართველოსთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთ ოჯახში ვართ და ვუცხადებთ მათ, რომ ამ კრიზისს არ მოაქვს პოზიტიური იმიჯი საქართველოსთვის, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

„არის პრობლემები, რომლებიც მმართველმა პარტიამ უნდა მოაგვაროს, მაგრამ მე მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს საქართველოში, რომ რეალურად გაიგონ თავიანთი პასუხისმგებლობა, რომ გამოვიდნენ კრიზისიდან. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, სანამ ევროკავშირისა და ნატოს წევრები გავხდებოდით, ჩვენ გავდიოდით ძალიან რთულ პოლიტიკურ კრიზისებს, როცა პოლიტიკური პარტიები ვერ ხედავდნენ შეთანხმების გზას, მაგრამ მას შემდეგ გვაქვს ნათელი გაგება იმისა, რომ ასეთი პოლიტიკური კრიზისები, რეალურად აზიანებს ჩვენს პერსპეტივას. ამის შემდეგ, ეს ეხებოდა პოზიციასა თუ ოპოზიციას ორივე მხარეს უნარი ჰქონდა საუკეთესო გადაწყვეტილებაზე შეთანხმებულიყვნენ“, - აღნიშნა კუბილიუსმა.

 

გუშინ, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც ბრიუსელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, იმედი გამოთქვა, რომ პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან ვითარებაზე, გასავლელ გზაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 559


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები