პოლიტიკა

დემოკრატიისთვის აუცილებელი წინაპირობაა დამოუკიდებელი მედიაგარემოს არსებობა - ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა

22.03.21 10:45


პრეიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟრნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მაღალი ხარისხის სტანდარტებით ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ყოფნა უდიდესი პასუხისმგებლობაა. მან აღნიშნა, რომ დემოკრატიისთვის აუცილებელი წინაპირობაა დამოუკიდებელი მედიაგარემოს არსებობა:


"მინდა ქართული ჟურნალისტიკის დღე მივულოცო ჩვენს ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებს.

 

უდიდესი პასუხისმგებლობაა, პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებით, მაღალი პროფესიული სტანდარტის დაცვით ემსახურო შენს ხალხსა და ქვეყანას.

 

ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის კი აუცილებელი წინაპირობა დამოუკიდებელი და თავისუფალი, პლურალისტური მედიაგარემოს არსებობაა, რასაც ჩვენი გუნდი - "ქართული ოცნება" უდგას გარანტად.

 

კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელს ჟურნალისტთა კორპუსს პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს მათ პროფესიულ საქმიანობაში,"- ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები