პოლიტიკა

facebook-ის ოფიციალურ გვერდს თავად არ ვმართავ - თავდაცვის მინისტრის მოადგილე სკანდალში გაეხვა

22.03.21 11:45


თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი სკანდალში გაეხვა - მან სოციალური ქსელის საშუალებით ქართველ მესაზღვრეებს პროფესიული დღე რუსი სამხედროს ფოტოთი მიულოცა.

 


მოგვიანებით სუჯაშვილმა პოსტი წაშალა და განაცხადა, რომ Facebook გვერდს თავად არ მართავს, ადმინისტრატორმა კი მძიმე შეცდომა დაუშვა:

 

"მეგობრებო, საიდუმლო არაა რომ facebook -ის ოფიციალურ გვერდს თავად არ ვმართავ. თუმცა თავად ვარ პასუხისმგებელი ყველა გამოქვეყნებულ მასალაზე და მათ შინაარსზე. გვერდის ადმინისტრატორმა გაუფრთხილებლობით მძიმე შეცდომა დაუშვა და მთელს საზოგადოებას ვუხდი გულწრფელ ბოდიშს ამისთვის.

სამწუხაროდ უკვე დაიწყო თემით სპეკულირება. რუსეთი რომ ოკუპანტია და მტერი ეს არც სადავოა და არც სადისკუსიო , - აღნიშნა სუჯაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები