პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციამ შეთანხმება და დათანხმება ვერ განასხვავა ერთმანეთისგან

22.03.21 13:20


ოპოზიციამ შეთანხმება და დათანხმება ვერ განასხვავა ერთმანეთისგან, როცა სრულიად უარგუმენტოდ, მხოლოდ რწმენითი კატეგორიის საფუძველზე ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა. ბუნებრივია, ვერცერთი ინსტიტუცია ვერ იტყვის, რომ არჩევნების გაყალბებას ჰქონდა ადგილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

 

მისი თქმით, მმართველ გუნდს ჰქონდა და ახლაც აქვს კონკრეტული შეთავაზებები და ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის მზად არის.

 

„დღეს ოპოზიცია არის სერიოზული გამოწვევის წინაშე. განსაკუთრებით ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ არის პროდასავლური. მაშინ, როდესაც მთელი ევროპული ინსტიტუციები გეუბნებიან, რომ საპარლამენტო არჩევნები არის ლეგიტიმური და უნდა შეხვიდე პარლამენტში, ხოლო შენ მაინც ჯიუტად, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე იმეორებ, რომ არჩევნები გაყალბდა, ბუნებრივია, ოპოზიციის ამომრჩეველში კითხვები ჩნდება. ჩვენ დღესაც მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, რა თქმა უნდა, სამართლიანობის პრინციპების საფუძველზე.

ბუნებრივი, მოლაპარაკებების პროცესში ჩვენ ჩვენი შეთავაზებები გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან არანაირი შეთავაზება არ ყოფილა, გარდა იმ ულტიმატუმისა, რასაც ვადამდელი არჩევნები და ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება ჰქვია. მათ არ შეცვალეს ულტიმატუმი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მეორე დღიდან ჰქონდათ, იმის მიუხედავად, რომ ევროპის ინსტიტუციებიდან მაღალი თანამდებობის პირები ჩამოვიდნენ და თქვეს, რომ შეთანხმება უნდა მოხდეს. ოპოზიციამ შეთანხმება და დათანხმება ვერ განასხვავა ერთმანეთისგან", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

18 მარტს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც ბრიუსელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, იმედი გამოთქვა, რომ პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან ვითარებაზე, გასავლელ გზაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები