პოლიტიკა

არ გვეძლევა შესაძლებლობა, დავიტიროთ ადამიანი - დავით ვანიშვილის ოჯახი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავების შესვლას ითხოვს

22.03.21 13:40


დავით ვანიშვილის ოჯახი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავების შესვლას ითხოვს, რათა მათ დათა პაპას დატირება შეძლონ. "ნიუპოსტის" კორესპონდენტის ცნობით, ქართულ პოლიციას თხოვნით დათა ვანიშვილის მეუღლემ და შვილმა მიმართა, მათი თქმით, ამის ნებართვა ოკუპანტებისგანაც მიიღეს. ადგილზე მოსულები არიან როგორც ნათესავები, ასევე თანასოფლელები.

 

,,იმედი გვქონდა, რომ დღეს ერთი საათით მაინც შეგვიშვებდნენ. მგონი, ამაოდ ვართ მოსულები. აქ გზა არსად არ ჩანს.... საშინელებაა, როდესაც არ გეძლევა შესაძლებლობა რომ დაიტირო ადამიანი. წუთიერად ხომ შეიძლებოდა პატივი მიგვეგო?! დათა უძვირფასესი, ტკბილი კაცი იყო რა გმირი", - ამბობს ქეთო ცერცვაძე.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები