პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოს მოსახლეობა გამოსავალს რაც შეიძლება მალე იმსახურებს

02.04.21 11:30


საქართველოს მოსახლეობა გამოსავალს რაც შეიძლება მალე იმსახურებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი„ტვიტერში“ წერს. ასე გამოეხმაურა ის ევროპარლამენტარების განცხადებას, რომლის ერთ-ერთი ხელმომწერი თავადაც არის.

 

„ეს არის ევროპარლამენტის წამყვანი წევრების მკაფიო განცხადება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე. ევროპარლამენტში ყველა ჩვენგანისთვის, საქართველოს მეგობრებისთვის, დიდი იმედგაცრუებაა იმის ხილვა, რომ პოლიტიკურ ელიტას ამ არეულობის დასრულების გზის პოვნა არ სურს. საქართველოს მოსახლეობა გამოსავალს რაც შეიძლება მალე იმსახურებს”, - წერს ვიოლა ფონ კრამონი.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები