პოლიტიკა

სამეგრელოდან გურიაში: აქტიური შეხვედრები ყოველი დღის წესრიგად იქცა - ყოფილი პრემიერი ძმები არველაძეების ბაღს ესტუმრა

02.04.21 13:40


ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მომავალი პოლიტიკური აქტიურობისთვის მხარდამჭერებს რეგიონებში ეძებს. სამეგრელოდან ამჯერად გურიაში გადაინაცვლა და ოზრუგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში არველაძეების მოცვის ბაღები მოინახულა.


უცნობია, გარდა სამეურნეო საქმიანობისა, რაზე ისაუბრეს გახარიამ და არველაძეებმა, თუმცა, ფაქტია, რომ მისი აქტიურობა პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდება.

 

ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი წარმომადგენლების განცხადებით, გუშინ ყოფილი პრემიერი ოზურგეთის მერის გარემოცვასაც შეხვდა. არსებობს ვარაუდი, რომ ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, რომელიც ოცნებიდან რამდენიმე წლის წინ გარიცხეს, გახარიას ახალ გუნდს შეუერთდეს.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები